Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ დააკავა მათი გემი, ხოლო არაბთა საამიროებმა მეთევზეები დახოცეს სპარსეთის ყურეში ინციდენტების დროს


ირანმა გამოაცხადა, რომ დააკავა არაბთა გაერთიანებული საამიროების გემი, რომელიც მის ტერიტორიულ წყლებში მოძრაობდა ამ კვირაში და რომ საამიროების სასაზღვრო ძალებმა მოკლეს ორი ირანელი მეთევზე იმავე დღეს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა 20 აგვიტოს სპარსეთის ყურის ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე, რაც მოჰყვა გასული კვირის ცნობას, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ურთიერთობათა ნორმალიზებას მიაღწიეს თეირანის ძველ მოქიშპე ისრაელთან.

„ორშაბათს, საამიროს გემი დაკავებულ იქნა ირანის სასაზღვრო ძალების მიერ და მისი ეკიპაჟი დაპატიმრებული იქნა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში უკანონო გადაადგილებისას“ , გაავრცელა ირანის ტელევიზიამ სამინისტროს განცხადება.

„იმავე დღეს, საამიროს გუშაგებმა მოკლეს ირანელი მეთევზეები და დააკავეს მათი ნავი“, ამბობს სამინისტრო და დასძენს, რომ თეირანში არაბთა საამიროს საქმეთა რწმუნებული დაიბარა და პროტესტი გამოუცხადა.
საამიროს ოფიციალურ პირებს ინციდენტის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ ქვეყნის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო იტყობინებოდა 17 აგვისტოს, რომ საამიროს სასაზღვრო დაცვამ სცადა მეთევზეთა გემების გაჩერება, რომლებმაც დაარღვიეს ქვეყნის ტერიტორიული წყლები საზღვარი. მსხვერპლზე ამ ცნობაში არაფერი იყო ნათქვამი.

XS
SM
MD
LG