Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის გავლენიანი მრჩეველი კელიენ კონუეი ტოვებს თეთრ სახლს


კელიენ კონუეიმ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყველაზე გავლენიანმა მრჩეველმა, რომელიც ყველაზე დიდხანს არის ამ თანამდებობაზე, გამოაცხადა, რომ აგვისტოს ბოლოს ტოვებს თეთრ სახლს.

კონუეი ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი იყო 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო პერიოდში, შემდეგ კი მისი უფროსი მრჩეველი გახდა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

მისი წასვლა პრეზიდენტისთვის მოუხერხებელ დროს ემთხვევა, ვინაიდან ტრამპი, გამოკითხვების თანახმად, ჩამორჩება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს.

ორშაბათს იხსნება რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობა, რომელზეც ტრამპს საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელებენ.

გადადგომის შესახებ წერილში კონუეიმ განაცხადა, რომ თავის ოთხ შვილს უნდა დაუთმოს დრო.

მისი ქმარი, პროკურორი ჯორჯ კონუეი, ტრამპს განუდგა 2016 წლის კამპანიის შემდეგ. ის გახდა ტრამპის აქტიური კრიტიკოსი და „ლინკოლნის პროექტის“ წევრი - ესაა რესპუბლიკელთა ჯგუფი, რომლის წევრები ცდილობენ ხელი შეუშალონ ტრამპის გამარჯვებას 2020 წლის არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG