Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა


სლოვაკმა სპეციალისტმა სექტემბრის დასაწყისში გასამართი ორი საერთაშორისო შეხვედრისთვის მოსამზადებლად 27 მოთამაშეს უხმო.
სლოვაკმა სპეციალისტმა სექტემბრის დასაწყისში გასამართი ორი საერთაშორისო შეხვედრისთვის მოსამზადებლად 27 მოთამაშეს უხმო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშების სასტარტო შეხვედრების განაცხადში შეიყვანა. სლოვაკმა სპეციალისტმა სექტემბრის დასაწყისში გასამართი ორი საერთაშორისო შეხვედრისთვის მოსამზადებლად 27 მოთამაშეს უხმო. გუნდი 31 აგვისტოს, თბილისში შეიკრიბება და 4 სექტემბრამდე თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშებს. 5 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ტალინში დაუპირისპირდება ესტონეთის ნაკრებს. 8 სექტემბერს კი, თბილისში, „დინამოარენაზე“ უმასპინძლებს ჩრდილოეთ მაკედონიას.

სექტემბრის მატჩებს გამოტოვებენ ნაკრების გამოცდილი წევრები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებიც საკლუბო დონეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშობენ. მათზე ამ ეტაპზე უარის თქმის მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინო რეგულაციებია. უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბრის სანაკრებო თამაშები მაყურებლის გარეშე გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

XS
SM
MD
LG