Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები მიესალმებიან უზბეკი იმამის გათავისუფლებას 15 წლის პატიმრობის შემდეგ


ტაშკენტის ხოჯა ნურიდინის მეჩეთის ყოფილი იმამი 27 აგვისტოს გაათავისუფლეს უზბეკეთის შრომა-გასწორების კოლონიიდან მას მერე, რაც მან 15 წლით პატიმრობა მოიხადა ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და „ანტიკონსტიტუციური საქმიანობის“ ბრალდებით.

რუხიდინ ფაჰრუდინოვი ვადამდე ორი წლითა და სამი თვით ადრე გაათავისუფლეს. პატიმრობიდან მის გამოშვებას მიესალმნენ ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო აქტივისტები, რომელთა თქმით, ეს დიდი ნაბიჯია „სინდისის პატიმრების“ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რომლებიც თავიანთი რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისთვის ხვდებიან საპატიმროებში.

Human Rights Watch-ის ყოფილმა თანამშრომელმა და ადამიანის უფლებების საკითხთა მკვლევარმა სტივ სვერდლოვმა, ტვიტერში დაწერა, რომ ეს უზბეკეთში პოლიტიკური პატიმრებისთვის გამორჩეული დღე არის.

სვერდლოვის თქმით, ფაჰრუდდინოვი არის „დამოუკიდებელი რელიგიური ფიგურა“, რომელმაც წამება და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები გაიარა 2005 წელს დაპატიმრების შემდეგ.

მისი თქმით, ფაჰრუდდინოვის საკითხი არაერთხელ წამოუჭრია აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და Human Rights Watch-ს.

სვერდლოვის თქმით, „ძნელიც კია იმის გამოხატვა“, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფაჰრუდდინოვის გამოშვება.

XS
SM
MD
LG