Accessibility links

ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: რამდენი წელია "რაზგონს" იღებს


პარტია "მოქალაქეების" დამფუძნებელი და ლიდერი ალეკო ელისაშვილი არასერიოზულს უწოდებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, სადაც ის "დაბრუნებაზე" საუბრობს. მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ მსგავსი გამოსვლებით სააკაშვილს "ქართული ოცნებისთვის" მოაქვს სარგებელი.

"თუ ბრუნდები, დაბრუნდი, შე დალოცვილო, რამდენი წელია "რაზგონს" იღებს. გადმოვცურავ და გადმოვალო. ე, ბიჭო, აგერ არის საქართველო. არ იცის, სად არის საქართველო? თუ თავი გაქვს, ჩამოდი, თუ არა და, თავი დაგვანებე. ასეთი არასერიოზული რაღაცები თუ ვინმეს ეხმარება და ვინმეს წისქვილზე წყალს ასხამს, არის ეს "ქართული ოცნება". ისინი იძახიან მერე, ჩამოსვლას აპირებს, ვერ ბედავს. ან ჩამოდი, შე დალოცვილო, ან თავი დაგვანებე, ან მაგ უკრაინას მიხედე", - თქვა ელისაშვილმა.

გუშინ, 27 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა თავისი ოფიციალური ფეისბუკის გვერდით ვიდეოკლიპი გაავრცელა. ვიდეოში ის ბოდიშს იხდიდა და ამბობდა: "მინდოდა, რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში".

მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ძებნილი პირია. მას საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG