Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი სააკაშვილზე: მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და ჩამოვა, მას ელოდება საპატიმრო


საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას საზღვარზევე დააპატიმრებენ. ასე გამოეხმაურა წულუკიანი სააკაშვილის ვიდეომიმართვას, რომელიც მის საქართველოში დაბრუნებას შეეხებოდა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება, რა თქმა უნდა, დაკავების პროცედურა საზღვარზე და რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი ძალაში შესული განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯინოს, როდესაც საპატიმროში იქნება", - განაცხადა წულუკიანმა.

დღეს, 27 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა თავისი ოფიციალური ფეისბუკის გვერდით ვიდეოკლიპი გაავრცელა. ვიდეოში ის ბოდიშს იხდიდა და ამბობდა: "მინდოდა, რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში".

მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ძებნილი პირია. მას საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG