Accessibility links

წყალდიდობამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა პაკისტანში


გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ და ნიაღვარმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა პაკისტანში, სადაც სტიქიამ უამრავი სახლი დაანგრია, გაანადგურა ადამიანების ქონება და დააზიანა ინფრასტრუქტურა.

ჭარბი ნალექის დონემ პიკს მიაღწია ქვეყნის კომერციულ დედაქალაქ კარაჩიში, სადაც სამაშველო ბრიგადები ნავების მეშვეობით ახდენენ ადამიანების ევაკუაციას.

კარაჩიში წყალდიდობამ იმსხვერპა 47 ადამიანი.

ხაბიერ-პახტუნყვის პროვინციაში 16 ადამიანი დაიღუპა წუხელ სახლებში შევარდნილი ადიდებული წყლის შედეგად.

პაკისტანში 23 აგვისტოდან გადაუღებლად წვიმს.

დატბორილია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი.

პაკისტანამდე სტიქია თავს დაატყდა მეზობელ ავღანეთს, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და ნიაღვრის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG