Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელები წყვეტენ ბოიკოტს საარჩევნო უბნებზე შეთანხმების შემდეგ  


აშშ-ის პროფესიონალი კალათბურთელები, რომლებმაც მატჩებში მონაწილეობას ბოიკოტი გამოუცხადეს რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის ჩარჩოებში, დათანხმდნენ განაახლონ თამაში 29 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ, რომლის პირობებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

კალათბურთის ეროვნულმა ასოციაციამ (NBA) და კალათბურთელთა ეროვნულმა ასოციაციამ (NBPA) შეთანხმების შესახებ 28 აგვისტოს განაცხადეს. შეთანხმების ნაწილია, რომ გუნდები, რომლებიც ფლობენ და აკონტროლებენ თავიანთ არენებს, ითანამშრომლებენ ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრებთან იმ მიზნით, რომ ეს სივრცე აქციონ ადგილებად, სადაც ხალხს 3 ნოემბრის არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება მიეცემა.

შეთავაზება უზრუნველყოფს ხმის მიცემის უსაფრთხო და კერძო პროცედურას პანდემიის დროს, რომელიც, საარჩევნო კომისიების ზოგიერთი წევრის განცხადებით, მათ აიძულებდა დაეხურათ ან გაეერთიანებინათ საარჩევნო ოლქები, არჩევნების დღეს ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო.

საარჩევნო კომისიის ბევრი წევრი მიიჩნევს, რომ ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემა ეფექტიანი ალტერნატივაა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ეს შეიძლება გაყალბების წყაროდ იქცეს.

ტრამპმა რეაგირება მოახდინა ამ გარიგებაზე და განაცხადა, რომ ის, რაც ხდება NBA-ში, კალათბურთს გაანადგურებს.

დენი გრინმა, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მოთამაშემ, განაცხადა, რომ იყო გარკვეული ცხარე მომენტები მოთამაშეებს შორის მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს უცბად დაიწყო ბოიკოტი, მაგრამ მოთამაშეებმა იცოდნენ, რომ თამაშზე უარის თქმა "განაცხადი იქნებოდა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG