Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დააკავეს არმიის ოფიცერი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორანს პარლიმ
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორანს პარლიმ

საფრანგეთში შეიარაღებული ძალების ოფიცერი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში რუსეთის სასარგებლოდ. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა რადიო "ევროპა 1"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

გამომძიებელთა მონაცემების თანახმად, ოფიცერი რუსეთის სპეცსამსახურებს ზესაიდუმლო დოკუმენტებს გადასცემდა. სხვა დეტალები ცნობაში მოყვანილი არ არის.

სამხედრო პირი იტალიის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. შინაგანი უსაფრთხოების გენერალური დირექციის თანამშრომლებმა იგი საფრანგეთში დააკავეს, სადაც შვებულებაში იმყოფებოდა. შემოწმების ჩატარების დაწყების თხოვნით, პროკურატურას თავდაცვის სამინისტრომ მიმართა.

ახლა ოფიცერი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება სანტეს ციხეში, პარიზში.ინფორმაციაზე კომენტარი რუსულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG