Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ბოლგერი, ეგორ ჟუკოვი, მის ცემას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს


ეგორ ჟუკოვი
ეგორ ჟუკოვი

ცნობილი რუსი აქტივისტი და ბლოგერი, ეგორ ჟუკოვი, რომელიც უცნობებმა სასტიკად სცემს 30 აგვისტოს, მასზე თავდასხმას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და გამორიცხავს კონფლიქტს „საყოფაცხოვრებო“ ნიადაგზე.

„არავითარი კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არავისთან მე არ მქონია. ჩემი პროფესიული საქმიანობა კი ნამდვილად ბევრ გაიძვერას და კიდევ უფრო მეტ ქურდს უშლის ნერვებს“, - წერს ეგორ ჟუკოვი, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს.

კვირას საღამოს ეგორ ჟუკოვს ორი უცნობი პირი დაესხა მოსკოვში მის საცხოვრებელ სახლთან.

სასტიკად ნაცემი ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ექიმებმა არ დაადასტურეს ქალაქ-ტვინის ტრამვა.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჟუკოვის ცემის ფაქტზე.

ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ ადამიანის უფლებათა საბჭოში შემავალმა, ჟურნალისტების უფლებებისა და ინფორმაციის თავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ, მოუწოდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ, ვლადიმირ კოლოკოლცევს, რომ საგანგებო კონტროლზე აიყვანოს ეგორ ჟუკოვის ცემის ფაქტი.

კომისიაში აქვთ საფუძვიანი ვარაუდი, რომ ეგორ ჟუკოვზე თავდასხმა უნდა უკავშირდებოდეს მისი, როგორც ბლოგერისა და რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ კორესპონდენტის, საქმიანობას.

ეგორ ჟუკოვი, ცნობილია იმით, რომ ე.წ.„მოსკოვის საქმეზე“ მას სამწლიანი პირობით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მიმდინარე მაისში მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტმა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთს უჩივლა პოლიტიკურ დევნისთვის.

სარჩელში ჟუკოვი ამტკიცებს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და განაჩენი პოლიტიკურად იყო მოტივირებული: ის დასაჯეს მოქმედი ხელისუფლების მისამართით გამოთქმული ლეგიტიმური კრიტიკისთვის.

XS
SM
MD
LG