Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ყარაფილაში საოკუპაციო რეჟიმმა ხნულები გაავლო


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხნულები გაავლეს. ყარაფილას მცხოვრებლების თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ხნულებს პერიოდულად ანახლებს და მას ძირითადად ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულება აქვს, თუმცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ხნულების ადგილას ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები განათავსონ და მავთულხლართები გაავლონ. მით უფრო, რომ რამდენიმე მეტრში ნავთობსადენი გადის.

საოკუპაციო ძალები გააქტიურებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG