Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში ენმ-მ მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა მურთაზ ზოდელავა


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა დაასახელა. ის იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2009 წელს ზოდელავამ დაიკავა მთავარი პროკურორის თანამდებობა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოდან“ კენჭს იყრის გიგა ბოკერია, „ქართული ოცნებიდან“ - ფოთის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, „ლელო"-დან - გიორგი ბარამია და „გირჩი"-დან - ბორის ყურუა.

XS
SM
MD
LG