Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე: "არის ვარაუდი, რომ „დონას“ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა"


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანდაცვისა და შრომის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით,ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერის წარმომადგენელთა ტესტირებამ გააჩინა ვარაუდი, რომ კლასტერი „ლიკვიდირებულია“:

„დონას“ კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი. გამოვლენილი იქნა მხოლოდ 1 შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის კეთილსაიმედო მაჩვენებელი და ეს მიგვითითებს იმაზე, რომ არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოში 2 სექტემბერს დადასტურებული 38 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა, 22 შემთხვევა, ბათუმის კაფე-საკონდიტრო "დონას" კლასტერს განეკუთვნებოდა.

კაფე-საკონდიტრო "დონა" 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ამ მიზეზით თვითიზოლაციაში 50-ზე მეტი პირი გადავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG