Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ვაშინგტონში იმყოფებიან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების მოსალაპარაკებლად


სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ავდულა ჰოტი ვაშინგტონში ჩავიდნენ, სადაც მეტოქეებს შორის თეთრ სახლში ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ფარგლებში.

ეროვნული უშიშროების საკითხებში, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე, რობერტ ო’ ბრაიენზე დაყრდნობით უშიშროების საბჭომ ტვიტერში გამოაქვეყნა ვაშინგტონში ჩასული ვუჩიჩისა და ჰოტის შეხვედრის ამსახველი ფოტოები.

ბალკანეთის ორი ქვეყნის ლიდერს შორის 3-4 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების მთავრი თემა იქნება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ვინაიდან პოლიტიკური დაპირისპირების გადაჭრის მცდელობა სერბეთსა და კოსოვოს შორის უშედეგოდ დასრულდა, აშშ-ს განზარხული აქვს, რომ მთელი ყურადღება გადაიტანოს ეკონომიკური საკითხების გადაჭრაზე, რაც კოსოვოს და სერბეთის მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

კოსოვომ, სერბეთის ყოფილმა ოლქმა, 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც ბელგრადი არ ცნობს.

ევროკავშირის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები ბელგრადსა და პრიშტინას შორის ჩაიშალა 2018 წლის ბოლოს, მას მერე, რაც შემოთავაზებული იქნა მიწის გაცვლა და მას მერე, რაც კოსოვომ 100-პროცენტიანი გადასახადი დაუწესა სერბეთის იმპორტს.

კოსოვოც და სერბეთიც, რომლებიც ევროკავშირში შესვლისკენ მიისწრაფვიან, აწყდებიან დასავლეთის მხრიდან მზარდ ზეწოლას მოლაპარაკებების განახლების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG