Accessibility links

გიორგი ვოლსკი NDI-ს დამკვირვებელთა ჩამოუსვლელობაზე: არჩევნებზე დაკვირვება დისტანციურადაც შეიძლება


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) განცხადებას იმას თაობაზე, რომ ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის. მისი სიტყვებით, დაკვირვება დისტანციურადაც შესაძლებელია, იმგვარად, რომ მოხსენებებში სიზუსტე იყოს დაცული. რათა ოპოზიციამ საერთაშორისო დამკვირვებლებს დეზინფორმაცია არ მიაწოდოს.

„წინასაარჩევნო პერიოდში სხვა მიმართულება არ არსებობს. არსებობს მედია, წინასაარჩევნო კამპანია და ხელისუფლების მოქმედებები. სხვა დასაკვირვებელი არც არაფერი არ არის. ფაქტია, რომ მედიის თავისუფლების რეიტინგში საქართველო არის მოწინავე ადგილებზე მსოფლიოში, ისევე როგორც სხვა მიმართულებებით, რაც რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს ოპონენტებს. ყველაფერს შეეცდებიან, რათა დეზინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია გაანალიზდეს და სრულად იქნას გაფილტრული, რათა ჩვენი ოპონენტებისათვის ჩვეული სიცრუე არ გაიპაროს რომელიმე მოხსენებაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. NDI-საქართველოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამის მიზეზი კორონავირუსის გლობალური პანდემიაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG