Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სარაგბო ნაკრები ექვს ერს დაემატება - Telegraph


ნოემბერ-დეკემბერში გასამართ პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირში მონაწილეობას საქართველოს სარაგბო ნაკრებიც მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის სპორტული გამოცემები ავრცელებენ. „Telegraph”-ის ცნობით, ექვსი ერის საშემოდგომო ექსპერიმენტულ ტურნირს ფიჯის გარდა დაემატება საქართველო, რომელიც ჯგუფში ინგლისთან, უელსსა და ირლანდიასთან ერთად ითამაშებს. მეორე ჯგუფში იქნებიან: საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია და ფიჯი.

ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, რომ უკვე კალენდარიც შედგენილია და ცნობილია, რომ ინგლისის ნაკრები შეჯიბრებას „ბორჯღალოსნებთან“ დაპირისპირებით გახსნის 14 ნოემბერს.

საქართველოს რაგბის კავშირს საშემოდგომო ტურნირის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. რვა ერთან დაკავშირებული ქართულ-ბრიტანული მოლაპარაკების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 7 სექტემბერს განაცხადა მორაგბეებთან შეხვედრისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG