Accessibility links

ბათუმის იუსტიციის სახლი დაიკეტა - მიზეზი ინფიცირებული თანამშრომელია


ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე 17-სართულიანი იუსტიციის სახლი დაკეტილია. აჭარაში 8 აგვისტოს დადასტურებული 21 შემთხვევიდან ერთი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელია. რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ შენობის ყველა სართულზე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. PCR-ტესტირება უტარდება ყველა თანამშრომელს და მხოლოდ ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, როდის განაახლებს მუშაობას ბათუმის იუსტიციის სახლი.

ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ოქტომბრისთვის გადაიდო ბათუმში, 12 სექტემბერს დაგეგმილი სტადიონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება.

დღეს აჭარაში კორონავირუსის გამოვლენილი 21 შემთხვევიდან 3 ინფიცირებული ე.წ. „ხოფის“ ბაზრობაზე დასაქმებულია. 2-ის წყარო უცნობია. დანარჩენი შემთხვევები კი უკვე დადასტურებული ინფიცირებულების კონტაქტებია. მათი ნაწილი საკარანტინო სივრცეში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 45-ით გაიზარდა, რაც ამ დროისათვის დღიური რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდად ითვლებოდა 2 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 38 იყო.

დაავადებულთა საერთო რაოდენობა 8 სექტემბრის დილის მონაცემებით 1729 შემთხვევას შეადგენს.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი, გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG