Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება განსხვავებული ცნობები, ალექსეი ნავალნის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ


გერმანული გამოცემა „შპიგელის“ თანახმად, კლინიკა „შარიტეში“ მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა და პაციენტს დაუბრუნდა მეტყველების უნარი.

„შპიგელმა და ბელინგკატმა დაადგინეს, რომ ნავალნის კვლავ შეუძლია ლაპარაკი და, სავარაუდოდ, შეუძლია გაიხსენოს მისი კოლაფსის დეტალები. მისი განცხადებები, სახიფათო იქნება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ამ თავდასხმის უკან დგანან“, - წერს „შპიგელი“ მის პარტნიორ, საგამოძიებო ვებსაიტზე დაყრდნობით.

7 სექტემბერს კლინიკა „შარიტეს“ ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი კომიდან გამოიყვანეს.

მაგრამ ალექსეი ნავალნის მდიგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების შესახებ ცნობებს არ ენდობა ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიშმა, რომელმაც "შპიგელში" გამოქვეყნებულ ცნობას "ერთობ გადაჭარბებული" უწოდა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ორშაბათს გავავრცელეთ ცნობა, რომ იგი გონზე მოდის და რეაგირებს გარშემო მყოფებზე, მაგრამ ალექსეის შესახებ გამოქვეყნებული ბოლო სტატია ერთობ გადაჭარბებულია და შეიცავს ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას“, - წერს კირა იარმაში თავის „ტვიტერში.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ანტოკორუფციონერი ბლოგერი, ალექსეი ნავალნი 20 აგვიტოს ტომსკიდან მოსკოვში გზად, თვითმფრინავში გახდა ცუდად და ომსკის საავადმყოფოში მოხვდა.

შემდგომ ის გადაიყვანეს ბერლინში, კლინიკა "შარიტეში", სადაც მისი მკურნალობა გრძელდება.

2 სექტემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბუნდესვერის ლაბორატორიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში ყოველგვარი ეჭვის გარეშე დადგინდა სსრკ-ში შექმნილი შხამის, „ნოვიჩოკის“ კვალი.

მოსკოვი უარყოფს ნავალნის რუსეთის ტერიტორიაზე "ნოვიჩოკით" მოწამვლის ფაქტს და ბერლინისგან მოითხოვს ოფიციალურ დოკუმენტების გადაცემას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG