Accessibility links

კორონავირუსის პანდემიამ ახალი ზღვარი გადალახა: მსოფლიოში გარდაცვლილია 900 000 ადამიანი


9 სექტემბერს, კორონავირუსის პანდემიის შედეგად, მთელ მსოფლიოში 900 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ამ დროს, ერთ-ერთი პერსპექტიული ვაქცინის მწარმოებელმა უფრო დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა გადაწყვეტილების შესახებ - შეაჩეროს საცდელი კვლევა გვიან სტადიაზე.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოთვლით, 9 სექტემბრის საღამოსთვის გარდაცვლილთა რიცხვმა 901 050-ს მიაღწია.

მთელ მსოფლიოში ვირუსით დაავადებულთა დადასტურებული რაოდენობა 27,7 მილიონს უდრის.

ფარმაცევტულმა კომპანიამ, AstraZeneca-მ ნებაყოფლობით შეაჩერა გამოცდის მესამე ფაზა იმისთვის, რომ თავისი ექსპერიმენტული ვაქცინის მონაცემების უსაფრთხოებაზე გადაეხედა. მისი პოტენციური ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა მათ შორის, რომელთა შემუშავებაც მიმდინარეობს.

შეჩერება ცდისა, რომელშიც დაახლოებით 30 000 ადამიანი მონაწილეობდა მთელ მსოფლიოში, მოხდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში, ქალი, რომელსაც ვაქცინა გაუკეთდა, ხერხემლის იშვიათი ანთებითი დაავადებისთვის დამახასიათებელი ნევროლოგიური სიმპტომებით დაავადდა, რამაც პოტენციური ვაქცინის მალე დანერგვის პერსპექტივის მიმართ ეჭვი გააჩინა.

მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ჩინეთში დამზადებული ვაქცინის კლინიკურმა ცდებმა ბრაზილიაში, საო-პაულუს შტატის გუბერნატორის თანახმად, "უკიდურესად დადებითი" შედეგები აჩვენა, ხოლო რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა (RFPI) განაცხადა, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას მექსიკურ ფარმაცევტულ კომპანიასთან COVID-19-ის რუსეთში დამზადებული ვაქცინის, Sputnik V-ის მიწოდების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG