Accessibility links

21 ადამიანს ქუთაისის სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა


ქუთაისის 32 საჯარო სკოლაში ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, მათ შორის სკოლის დირექტორს და მის მოადგილეს. როგორც სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე განმარტავს, პირველადი ტესტირების შედეგებით კოვიდ -19 სკოლის 21 თანამშრომელს აღმოაჩნდა.

ნათია ხაზარაძის განცხადებითვე, ის და დირექტორი დღეს სკოლაში იყვნენ, რადგან დოკუმენტები ჰქონდათ სასწრაფოდ მოსაწესრიგებელი. ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ.

კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდა 32 საჯარო სკოლის საქმეთა მმართველს, რის შემდეგაც სკოლის 60 მდე თანამშრომელს ჩაუტარეს ტესტირება და თანამშრომლებს იზოლაციის რეკომენდაცია მისცეს.

ადმინისტრაციის თანამშრომელ ქალთან ერთად ვირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდა მასთან თბილისიდან სტუმრად მყოფ შვილსა და არასრულწლოვან შვილიშვილს.

გადაწყვეტილება, რომ 15 სექტემბერს ქუთაისის 32ე- სკოლაში სწავლა არ განხლდებოდა გუშინ მიიღეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 57-ით გაიზარდა და 1830 შეადგინა.

თებერვლიდან მოყოლებული, ეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე მაქსიმალურ მაჩვენებლად ითვლებოდა 8 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათის განმავლობაში 45-ით გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

ამ დროისათვის საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1334 ადამიანი, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG