Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს თამაზ ხომასურიძის დაკავების ფაქტი, დამატებით დეტალებზე შსს-ში ჯერჯერობით განმარტებას არ აკეთებენ. როგორც რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

თამაზ ხომასურიძე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამაა. იგი შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

გასულ კვირაში ხომასურიძე პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს მართავდა, გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალური ზომების მიღებით იმუქრებოდა.

ასევე ნახეთ: შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა სასამართლოში გამოკითხეს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამის თქმით, სახლში, სავარაუდოდ, მოსასმენი მოწყობილობა იპოვა

შეუძლია თუ არა გამოძიებას შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სიცრუის დეტექტორით დაკითხვა?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG