Accessibility links

site logo site logo

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა გახანგრძლივდა 31 ოქტომბრის ჩათვლით


საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. როგორც სააგენტო იტყობინება, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);

პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

აგვისტოს დასაწყისიდან საქართველომ რეგულარული ავიამიმოსვლა განაახლა გერმანიის, საფრანგეთის და ლატვიის მიმართულებებით. მიუნხენი-თბილისის, პარიზი-თბილისის და რიგა-თბილისის რეისებს ასრულებენ ავიაკომპანიები: Lufthansa, Air France-ი და airBaltic-ი. სხვა მიმართულებებით რეგულარული ავიამიმოსვლა კი შეჩერებული იყო 30 სექტემბრამდე.

სხვადასხვა მიმართულებით კომერციულ, ჩარტერულ ავიარეისებს ასრულებს კომპანია Georgian Airways-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG