Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაიში კორონავირუსის 21 შემთხვევა გამოვლინდა


საველე ლაბორატორია ქუთაისში
საველე ლაბორატორია ქუთაისში

ბოლო 24 საათში 21-ით გაიზარდა ქუთაისში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები. სახელმწიფო რწმუნებულის იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძის განცხადებით, 2 ადამიანის ინფიცირების შედეგი გუშინ ცენტრალურ ბულვარში დადგმული საველე ლაბორატორიაში გამოვლინდა და ორივე ე.წ. პედაგოგების კლასტერს წარმოადგენს.

„ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებლებთან იყო კონტაქტში დანარჩენი 19 დაინფიცირებულიც. ისინი პედაგოგების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან“.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში განთავსებულ საველე ლაბორატორიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია PCR ტესტი უფასოდ ჩაიტაროს და სასურველია ლაბორატორიას მიმართოს ყველა იმ პირმა, რომელსაც კოვიდ დადასტურებულ პედაგოგებთან ჰქონდა კონტაქტი, აჭარაში იმოგზაურა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ან ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი აქვს.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში საველე ლაბორატორია მას შემდეგ განთავსდა, რაც 10 სექტემბერს ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

11 სექტემბრის მონაცემებით, ქუთაისში დადასტურებული კოვიდ-19-ის 28 შემთხვევა იყო. დაინფიცირებულთა შორის იყვნე. მერიის ააიპ „ქუთგანათების“ თანამშრომელი, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციის ექიმი და მომსახურების სფეროს წარმომადგენელი. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პირველადი კვლევის შედეგებით, მათთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსი არ აღმოაჩნდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG