Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შატილში ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ არიან. ჩვეულებრივ სპონტანურ სუნთქვაზე არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურები და ადეკვატურები არიან“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

ამავე თემაზე: სიკვდილი გზებზე - შეიძლება თუ არა საფრთხის თავიდან აცილება

გახდება თუ არა უსაფრთხო გზები მთავრობისთვის პრიორიტეტი

XS
SM
MD
LG