Accessibility links

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა


ნელი ხიზანიშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი

კახეთის რეგიონში COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთ შემთხვევაში ვირუსი დაუდასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 10 სექტემბერს დაინფიცირებული ქალის კონტაქტს. მეორე ინფიცირებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი. მისი ინფიცირების წყაროდ სახელდება ქორწილი, რომელიც გორში გაიმართა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რეგიონში ორივე ინფიცირებულის კონტაქტების შესწავლა უკვე დაიწყო.

კახეთში კორონავირუსის სულ სამი დადასტურებული შემთხვევაა.

საქართველოში 12 სექტემბერს კოვიდ-19-ის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. ეს ამ დრომდე ერთ დღეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG