Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა


კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის, თაკო ჩარკვიანის დედას მას შემდეგ, რაც თავად თაკო ჩარკვიანს 11 სექტემბერს აღმოაჩნდა ვირუსი და მისი კონტაქტების კვლევა დაიწყო. ინფორმაციას დედის ინფიცირებულობის შესახებ თავად ჩარკვიანი ავრცელებს.

ეპიდემიოლოგები იკვლევენ მის კონტაქტებსაც პარტიაშიც. უკვე ცნობილია, რომ პარტიის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ტესტმა უარყოფითი პასუხი უჩვენა.

11 და 12 სექტემბერს საქართველოსთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 2 000-ს გადააჭარბა. 12 სექტემბერს გამოვლენილ ახალ შემთხვევათა რაოდენობამ 158-ს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG