Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი დაუდასტურდა „ენგურჰესის“ კიდევ 7 თანამშრომელს


ენგურჰესის კაშხალი
ენგურჰესის კაშხალი

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ კიდევ 7 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი. ისინი „ენგურჰესის“ საბერიოს ქვესადგურის თანამშრომლები არიან.

ჯამში, 10 სექტემბრიდან დღემდე საბერიოში კორონავირუსის 53 შემთხვევა გამოვლინდა. მათი დიდი ნაწილი „ენგურჰესის“ თანამშრომელია.

მიუხედავად შემთხვევების ზრდისა, „ენგურჰესის“ დირექტორი ლევან მებონია აცხადებს, რომ ჰესის მუშაობას საფრთხე არ ემუქრება.

საბერიოში ინფიცირებული პაციენტების დიდი ნაწილი უკვე მკურნალობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამედიცინო დაწესებულებებში. 7 პაციენტს, რომელთაც კოვიდინფექცია წუხელ დაუდასტურდათ, დანარჩენ საქართველოში დღეს გადმოიყვანენ.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, აქ კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. 12 სექტემბერს, ზუგდიდის ლაბორატორიაში, კორონავირუსზე 70 ნიმუში გამოიკვლიეს.

არცერთ მათგანს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG