ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგნოზით, წელს მსოფლიოს ეკონომიკისთვის კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზარალი არ იქნება ისე დიდი, როგორც ამას ადრე ვარაუდობდნენ. მაგრამ, ამავე დროს, მომავალ წელს აღდგენითი პროცესი მოსალოდნელზე უფრო მოკრძალებული იქნება.
სამთავრობათაშორისო ანალიტიკურმა ცენტრმა, რომელსაც პარიზში უდევს ბინა, 16 სექტემბერს განაცხადა, რომ ის საერთო შიდა პროდუქტის 4,5 %-ით შემცირებას მოელის მიმდინარე წელს, ნაცვლად 6%-ისა, რაც მან სამი თვის წინ იწინასწარმეტყველა.
ამის შემდეგ გლობალური ეკონომიკა მომავალ წელს კვლავ გაიზრდება 5%-ით. OECD-ის ძველი პროგნოზის მიხედვით, ზრდა 5,2% უნდა ყოფილიყო.
ამავე დროს ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში ეკონომიკის პერსპექტივა „კვლავაც უკიდურესად გაურკვეველი“ რჩება.