საფეხბურთო კლუბმა თბილისის „ლოკომოტივმა“ უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი ფეხბურთელები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და წყვილში ფავორიტად მიჩნეული სტუმრები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. მოსკოველთა კარში გოლები გიორგი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს 54-ე და 76-ე წუთებზე. „დინამომ“ კი ჩამორჩენა 89-ე წუთზე შეამცირა, კომლიჩენკოს პენალტით.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლოკომოტივი“ ესპანეთის „გრანადას“ შეხვდება.