Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი რუსეთს აშშ-ის „მოწინააღმდეგედ“, ხოლო ჩინეთს „კონკურენტად“ მიიჩნევს


აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენი, რუსეთს აშშ-ის „მოწინააღმდეგედ“ მიიჩნევს. ამის თაობაზე მან განაცხადა 17 სექტემბერს ამომრჩევლებთან შეხვედრისას, რომელსაც „სი-ენ-ენი“ გადმოსცემდა.

ბაიდენს, პასუხისას შეკითხვაზე, მისი წარმოდგენით, არის თუ არა რუსეთი აშშ-ის „მტერი“, სიტყვა „მტერი“ არ უხსენებია, მის ნაცვლად მან იხმარა opponent-ი, რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „მოწინააღმდეგე“ ან „მეტოქე“.

ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავარი მიზანი ნატოს დაშლაა, რითაც შეცვლის სტრატეგიულ ვითარებას ევროპაში და ალიანსის მხრიდან შეკავების მიმართ რიდი აღარ ექნება.

ჩინეთის დახასიათებისას, ბაიდენმა იხმარა სხვა სიტყვათშეთანხმება: აშშ-ის „სერიოზული კონკურენტი“. მან თქვა, რომ აშშ-ისთვის მნივშვნელოვანია აზიაში მოკავშირეებთან ურთიერთობის განმტკიცება.

რესპუბლიკური პარტია და ბაიდენის მეტოქე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მას აკრიტიკებენ ჩინეთის მიმართ სირბილის გამო. დემოკრატები კი თვლიან, რომ ტრამპი არასაკმარისად მკაცრია რუსეთის მიმართ და მიუთითებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თითქმის არასოდეს აკრიტიკებს პუტინს.

ბაიდენმა ადრე, კამპანიის მსვლელობისას არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს.

16 სექტემბერს აშშ-ის დაზვერვის ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ქრისტოფერ რეიმ, კონგრესში მოსმენებზე განაცხადა, რომ არჩევნების წინ რუსეთი შეეცდება უარყოფითად წარმოადგინოს ბაიდენი. ადრე ასეთი მოსაზრება გამოთქვეს სადაზვერვო სფეროს წარმომადგენლებმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან, 2016 წლისგან განსხვავებით, ჯერ არ ყოფილა ჰაკერული თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. ტრამპი არ ეთანხმება რეის და მოუწოდებს მას, რუსეთთან ერთად ჩინეთს მიაქციოს ყურადღება.

არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება. გამოკითხვათა უმეტესობის თანახმად, საკვანძო შტატებში ბაიდენი ტრამპს უსწრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG