Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ტრამპს „დანაშაულთან მიახლოებულ“ ქმედებაში სდებს ბრალს ვირუსის სათანადოდ შეუფასებლობის გამო


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შენელებული რეაქციის და ვირუსის მნიშვნელობის სათანადოდ შეუფასებლობის გამო, აკრიტიკებს და პრეზიდენტის ქმედებას ახასიათებს, როგორც „დანაშაულთან მიახლოებულს“.

ტრამპმა ჟურნალისტ ბობი ვუდვორდთან საუბარში განაცხადა, რომ ის შეგნებულად აკნინებდა ვირუსის სასიკვდილო ზემოქმედებას. როცა ამ ინტერვიუს დეტალები გამოქვეყნდა და მას კრიტიკა მოჰყვა, სექტემბრის დასაწყისში, ტრამპმა თქვა, რომ ცდილობდა, არასაჭირო პანიკა აეცილებინა.

„იცოდა. იცოდა და არაფერი გააკეთა“, განაცხადა ბაიდენმა 17 სექტემბერს გამოსვლაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. „ეს დანაშაულს უახლოვდება“, თქვა მან ამომრჩევლებთან შეხვედრისას, რომელსაც „სი-ენ-ენი“ გადასცემდა.

აშშ-ში კორონავირუსით 6,6 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და დაავადებამ 200 ათასამდე ამერიკელი შეიწირა.

როცა რასის მწვავე თემას ეხებოდა, ბაიდენი ცდილობდა, ელაპარაკა კლასის პრობლემაზე და დაეპირისპირებინა მუშათა კლასის მიერ თავისი აღზრდა ტრამპის აღზრდისათვის.

მან ილაპარაკა საგარეო პოლიტიკაზე და პირობა დადო, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნას უცხოეთში შეამცირებდა. მან განაცხადა, რომ თუ რუსეთი ჩაერევა არჩევნებში, ის „ამის გამო საფასურს გადაიხდის და ეს იქნება ეკონომიკური საფასური“. ბაიდენის თქმით, არჩევის შემთხვევაში, ტრამპისგან განსხვავებით, აპირებს ერის გაერთიანებას და არა გაყოფას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG