Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატები ცნობილი - სია


საზოგადობრივი მაუწყებლის დირექტორობის 8-ვე კანდიდატის სია ცნობილია. ტელევიზიის სამეურვეო საბჭომ მათი ვინაობა განცხადებების მიღების შემდეგ გაასაჯაროვა.

ტელევიზიის დირექტორობის მსურველები არიან:

  1. ალექსანდრე ვახტანგოვი - ამავე ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;
  2. რევაზ შალიბაშვილი - კინორეჟისორი, ერთხელ უკვე იყო დირექტორობის კანდიდატი;
  3. გია ტოგონიძე - მეორე არხის პროგრამების ყოფილი დირექტორი;
  4. გოჩა ტყეშელაშვილი - გადაცემა "ეტალონის" ყოფილი წამყვანი;
  5. ირმა სოხაძე - მომღერალი, სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;
  6. თინათინ ბერძენიშვილი - ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი მოადგილე;
  7. ხათუნა ლაგაზიძე - პოლიტოლოგი;
  8. თამაზ ბიბილური - თსუ-ს პროფესორი.

დირექტორი 6 წლის ვადით აირჩევა. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი 15 წელია რაც აქვს, არცერთ დირექტორს არ უმუშავია ვადის ამოწურვამდე.

დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვასილ მაღალფერიძემ უარი თქვა ამ მოვალეობის შესრულებაზე. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა წინასაარჩევნოდ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს. ის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG