ლოს-ანჯელესში გაიმართა მთავარი სატელევიზიო პრემიით - „ემი“ დაჯილდოების 72-ე ცერემონია.
წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად აღიარეს ამერიკული Succession (მემკვიდრეობა), რომელიც მაყურებელს უამბობს მედია-იმპერიის მფლობელ ოჯახზე.
საუკეთესო კომედიური სერიალისთვის „ემი" მიიღო კანადურმა Schitt's Creek-მა. სერიალი მდიდარ ოჯახზეა, რომელიც ქონების დაკარგვის შემდეგ საცხოვრებლად გადადის პატარა ქალაქის მოტელში.
მამაკაცის და ქალის დრამატული როლების საუკეთესო შემსრულებლებად აღიარეს ჯერემი სტრონგი(„მემკვიდრეობა“) და ზენდეია(“ეიფორია“).
Schitt's Creek-ის მსახიობები კეტრინ ო’ჰარა და იუჯინ ლევი „ემის“ ლაურეატები გახდნენ კომედიური როლების საუკეთესო შესრულებისთვის.
კორონავირუსის პანდემიის გამო, „ემით“ დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ჩატარდა.