Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა დადასტურდა 


რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 59 ადამიანს დაუდასტურდა COVID - 19. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ტესტირება 198 პირს ჩაუტარეს.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფება 100 ადამიანი, მათ შორის 98-ს დადასტურებული აქვს COVID - 19, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 31-ის - საშუალო სიმძიმის, ექვსი პაციენტი კი გამოწერეს.

ამბულატორიულად (თვითიზოლაციაში) გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

XS
SM
MD
LG