Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ გადაიდო


ძიუდოში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი მეორედ გადაიდო - ამჯერად გაცილებით მოკლე ვადით, ვიდრე პირველად. ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებით, პრაღა ევროპირველობას, 8-10 ნოემბრის ნაცვლად, 19-21 ნოემბერს უმასპინძლებს.

ჯერ კიდევ შარშან დამტკიცებული წლიური კალენდრის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატისთვის ჩეხეთის დედაქალაქს 1-3 მაისს უნდა ემასპინძლა, მაგრამ შეჯიბრება კორონავირუსის პანდემიის გამო ნახევარი წლით გადაიდო.

ევროპის ჩემპიონატზე, მამაკაცთა და ქალთა შვიდ-შვიდ წონით კატეგორიაში, მედლებთან ერთად ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. COVID-19-ის გამო გადადებული ოლიმპიადა ტოკიოში 2021 წლის ივლის-აგვისტოში გაიმართება

XS
SM
MD
LG