Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტს იწყებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი

საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს იწყებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი. პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ბაირამოვი საგარეო საქმეთა მინისტრად 2020 წლის ივლისში დანიშნა. მანამდე ჯეიჰუნ ბაირამოვი განათლების მინისტრი იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავას.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს.

ჯეიჰუნ ბაირამოვის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა აზერბაიჯანის ახალმა ელჩმა საქართველოში, ფაიგ გულიევმა.

რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველომ იმოქმედა როგორც აზერბაიჯანის ძალიან საიმედო პარტნიორმა, როცა არ დაუშვა თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში შეიარაღების გადატანა.

XS
SM
MD
LG