Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა - 3 ინფიცირებული 3 თვის ბავშვის ოჯახის წევრია


ლაგოდეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.(ეს შემთხვევები გასული 24 საათის სტატისტიკურ მონაცემებში არ ხვდება) მათგან 3 ინფიცირებული, 3 თვის ბავშვის ოჯახის წევრია - მშობლები და ბებია.

კიდევ ერთი ინფიცირებული სოფელ გვიმრიანის მკვიდრია, რომელიც აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირის კონტაქტია.

ისინი სამკურნალოდ გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კოვიდ მიმღებ კლინიკაში.

რადიო თავისუფლებას ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ნუნუ ნოზაძემ განუცხადა, რომ რამდენიმდე საათში 3 თვის ბავშვის დიდი ბებიის ანალიზის პასუხებსაც ელოდებიან. გარდა ამისა, მიმდინეობას ახალი ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფელ ფონაში, 3 თვის ბავშვის ინფიცირების შესახებ 23 სექტემბერს გახდა ცნობილი.

ჩვილი დედამ აჭარიდან სოფელ ფონაში რამდენიმე კვირის წინ ჩაიყვანა.

ბებიასთან მყოფი 3 თვის ჩვილი მაღალი ტემპერატურით ადგილობრივ ცხელების ცენტრში მოათავსეს, სადაც მას ჩOVID 19 დაუდასტურდა.

ბავშვის ინფიცირების წყაროდ დასახელდა ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერი.

11 სექტემბრიდან დღემდე კახეთში კორონავირუსის 43 შემთხვევა დადასტურდა. უმეტესობა - 17 შემთხვევა ლაგოდეხშია, 16 კოვიდინფიცირებულია სოფელ მატანში, 7 ველისციხეში, 2 სიღნაღში, ხოლო 1 ყვარელში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 62 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1 705. კორონავირუსით საქართველოში 25 პირია გარდაცვლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG