Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც. შეხვედრა ბრიუსელში 29 სექტემბერსაა დაგეგმილი, ამის შესახებ ნატოს პრესსამსახური იუწყება ტვიტერზე.

პრემიე-მინისტრის რანგში გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს პირველად შეხვდება.

5 მაისს ნატოს გენერალურ მდივანსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო კონტაქტი შედგა, ზურაბიშვილმა და სტოლტენბერგმა პანდემიის ფონზე საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ასევე ნახეთ: გიორგი გახარია: დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს საქართველოს მოთხოვნას ნატო-ში გაწევრიანებაზე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG