რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა ერგნეთის თავზე. საქართველოს საჰაერო სივრცე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენმა რამდენიმე წუთის წინ დაარღვია. ვერტმფრენი ცხინვალის სამხედრო ბაზიდან აფრინდა და ახალგორისკენ გაფრინდა, ამ დროს კი ერგნეთში ინციდენტების, პრევენციების და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
განსახილველი თემა საოკუპაციო ხაზთან, ბოლო დროს განვითარებული რთული მოვლენებია, მათ შორის არის საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საკითხი, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. რაც შეეხება საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს, სუს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი და მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხსაც გააპტროტესტებს.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს და ადგილობრივ მოსახლეობას სროლის და აფეთქებების ხმა ყოველდღე ესმის.