კოსოვოს სპეციალურმა პროკურატურამ დააპატიმრა კოსოვოს უსაფრთხოების ძალების დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, სალიჰ მუსტაფა, პირველი ალბანელი, რომელსაც საერთაშორისო ტრიბუნალი ელოდება კოსოვოს ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო.
როგორც სპეციალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სალიჰ მუსტაფას დაპატიმრება მოხდა კოსოვოს სპეციალური მოსამართლის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე.
ჰააგაში მდებარე ომის დანაშაულთა შემსწავლელი კოსოვოს სპეციალისტთა პალატა (KSC) უფლებამოსილია გამოიძიოს კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის (UCK) წევრების მიერ 1998-1999 წელს ჩადენილი სამხედრო და ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
პალატა მოქმედებს კოსოვის კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ მუშაობს ნიდერლანდში, რათა მოწმეები ზეწოლისგან დაიცვან.
კოსოვოს სპეციალისტთა პალატამ 24 ივნისს გამოაცხადა, რომ კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი და სხვა ცნობილი პირები კოსოვოდან ბრალდების სუბიექტები და ეჭვმიტანილები არიან სერიოზულ დანაშაულში, „თითქმის ას მკვლელობაში“, ადამიანების იძულებით გაუჩინარებასა და წამებაში.
წაყენებული ბრალდებები ტაჩიმ უარყო და კოსოვოელებს მიმართა, რომ თუ გაასამართლებენ, დაუყოვნებლივ გადადგება და ბრალდებებს უპასუხებს.
ჰაშიმ ტაჩი 13 ივლისს ჰააგაში ჩავიდა და გამოკითხულ იქნება ომის დანაშაულის ბრალდების გამო.
სერბეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით მიმდინარე კოსოვოს ომის დროს, 1990-იან წლებში, ჰაშიმ ტაჩი კოსოვოს განთავისუფლების არმიის მეთაური იყო.
დაწერეთ კომენტარი