Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალმაი ხალილზადი: პოლიტიკურ შეთანხმებამდე თალიბები არ აპირებენ ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტას


ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი, ზალმაი ხალილზადი, აცხადებს, რომ თალიბები არ აპირებენ ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტას, ვიდრე ქაბულთან არ იქნება მიღწეული შეთანხმება პოლიტიკურ საკითხებზე.

ამასთან ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ძალადობის აქტებისა, მთლიანობაში წლის დასაწყისში ავღანეთში გაცილებით ნაკლები სისხლიანი თავდასხმა მოხდა.

„მიუხედავად ბოლოდროინდელი ძალადობის აქტებისა, წლევანდელი წლის პირველი ექვსი თვის შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს უფრო ნაკლებია მსხვერპლი როგორც სამხედროებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში“, - განაცხადა ხალილზადმა აშშ-ის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (PBS ) ინტერვიუში.

ვეტერანი დიპლომატის ამ კომენტარის ფონია ექსტრემისტების მიერ მოწყობილი რამდენიმე თავდასხმა უსაფრთხოებისა ძალებისა და არმიის ობიექტებსა და მათ ბადრაგებზე.

26 სექტემბერს თალიბანმა განაცხადა, რომ მრავალი ჯარისკაცი დახოცეს ავღანეთის ბამიანისა და ბადახშანის პროვინციებში კვირის განმავლობაში მოწყობილი თავდასხმების შედეგად.

მანამდე თალიბანთან ავღანეთის მთავრობის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ქაბულის დელეგაციის ხელმძღვანელმა, აბდულა აბდულამ განაცხადა, რომ თალიბი პატიმრების ნაწილი, რომელიც ავღანეთის მთავრობამ გაათავისუფლა სამშვიდობო მოლაპარაკების პირობის თანახმად, ბრძოლის ველზე დაბრუნდა.

XS
SM
MD
LG