Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 31-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 31-ე პაციენტი გარდაიცვალა.

დაახლოებით 10:45 საათისთვის სამთავრობო საიტზე stopcov.ge გარდაცვლილთა რიცხვი 28-დან 30-მდე გაიზარდა, სულ რამდენიმე წუთის შემდეგ კი - 31-მდე.

20-28 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი.

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG