Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იწყებს ბრიუსელში პირველ ოფიციალურ ვიზიტს


დღეს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. გიორგი გახარია, მთავრობის მეთაურის რანგში, ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით პირველად სტუმრობს.

დღეს, 29 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. დაგეგმილია მათი ერთობლივი პრესკონფერენციაც.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტისას გიორგი გახარია შეხვდება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს და ევროკომისიის და ევროპარლამენტის ხელმძღვანელებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელში გამგზავრების წინ დელეგაციის წევრებმა კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარეს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ტესტს გაიკეთებენ 72 საათში ერთხელ.

XS
SM
MD
LG