გორთან, სოფელ სვენეთთან მაგისტრალზე ავარიის დროს ორი პირი გარდაიცვალა და ორი პირი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
მაგისტრალზე მინიმუმ ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის ერთი სატვირთოა.
ავტოსაგზაო შემთხვეიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებული იყო. ადგილზე მისული იყო სამაშველო ჯგუფი და პოლიცია, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით იძიებს. ამ მუხლით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პირის გარდაცვალების შემთხვევაში დამნაშავე ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.