Accessibility links

სომხეთი მოუწოდეს მოქალაქეებს საქართველოში შესასვლელად "ბავრას" გამშვები პუნქტით ისარგებლონ


სომხეთის ხელისუფლება სატვირთო ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებს, საქართველოს საზღვარზე „ბავრას“ საბაჟო-გამშვები პუნქტი გამოიყენონ (ქართული მხრიდან - „ნინოწმინდა“).

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი განმარტავს, რომ რეკომენდაცია უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ „ბაგრატაშენის“ (ქართული მხრიდან „სადახლო“) საბაჟო-გამშვები პუნქტისკენ მიმავალი გზა სომხეთში აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობასთან მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყნიდან სომხეთისკენ მომავალი სატვირთო ავტომობილები სომხური ნომრებით „ბავრას“ საბაჟო პუნქტისკენ გადამისამართდება“, - განაცხადეს სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტში.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანაში შექმნილი სამხედრო ვითარების გათვალისწინებით, სომხეთსა და საქართველოს შორის გადაადგილებისას „მაქსიმალურად უსაფრთხო გზები“ გამოიყენონ.

საქართველოს შემოსავლების სამსახურში „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, რომ სომხეთთან საზღვარზე ქართული საბაჟო-გამშვები პუნქტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ძალაშია შეზღუდვები ფიზიკური პირებისთვის, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული დაპირისპირება 27 სექტემბერს გამწვავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG