Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერებათა აკადემიიდან მთაწმინდამდე საბაგირო აღდგება - ბიუჯეტი 50 მლნ ლარია


თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირიდან, მეცნიერებათა აკადემიის შენობიდან მთაწმინდამდე საბაგირო ხაზი აღდგება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 50 მლნ ლარია.

"აღნიშნული საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შემდეგ შეჩერდა, რადგან არსებობდა გარკვეული პრობლემები... მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი. შემიძლია თამადად ვთქვა, რომ ყველა ოჯახთან შეთანხმება მიღწეულია და შესაბამისად, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, პროექტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში გამოცხდდება ტენდერი. პროექტის მიხედვით, 1 კმ-იან ხაზზე 21 გონდოლა წრიულად იმოძრავებს. მანძილის დაფარვა 4 წუთში იქნება შესაძლებელი, საათში კი 1 100 ადამიანი გადაადგილდება.

მთაწმინდასა და რუსთაველის გამზირს შორის დამაკავშირებელი საბაგირო 90-იანი წლების შემდეგ გაჩერებულია. საბაგირო წლების წინ უნდა აღდგენილიყო, თუმცა პროექტი შეჩერდა.

XS
SM
MD
LG