Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩი მიესალმება შრომის კოდექსში ცვლილებების დამტკიცებას


კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა შრომის კოდექსის ცვლილებების კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"საქართველოს პარლამენტს ვულოცავ მნიშვნელოვან მიღწევას, შრომის კოდექსის ცვლილებების და შრომის ინსპექციის დამტკიცებას. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში შრომის პირობებისთვის და ძლიერ სიგნალს გზავნის საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.

შრომის კოდექსის ცვლილება მოიცავს ევროკავშირის კანონების [acquis] წინაშე ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებას, რომლის შესრულებაც საქართველომ იკისრა, კერძოდ შრომით და მშრომელთა უფლებებს, დაცვას გადაჭარბებული შრომითი დროის წინააღმდეგ, კოლექტიურ დათხოვნას, ანტიდისკრიმინაციულ და გენდერული თანასწორობის მუხლებს.

მოუთმენლად ველით მხარი დავუჭიროთ შრომის დამოუკიდებელ ინსპექციას, ხანგრძლივი ადამიანური და ფინანსური რესურსებით, გაწვრთნილი და აღჭურვილი თანამშრომლებით, რომლებიც თავიანთი გაფართოებული მოვალეობების შესრულებას 2021 წლიდან შეუდგებიან, საქართველოს მშრომელთა და მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ".

საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 29 სექტემბერს, მე-3 მოსმენით, 82 ხმით მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG