Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სილქნეტი" აცხადებს, რომ ყოფილი თანამშრომლები სამუშაო პირობებზე ყალბ ინფორმაცია ავრცელებენ


სატელეკომუნიკაცია კომპანია "სილქნეტი" აცხადებს, რომ კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს, როცა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცვაზე საუბრობდნენ. "სილქნეტმა" ამ შინაარსის განცხადება ყოფილი თანამშრომლების მიერ საჯარო განცხადებების გაკეთების მეორე დღეს გაავრცელა. რადიო თავისუფლება კომპანიიდან პასუხს ამ დრომდე ელოდა.

"ყოფილი თანამშრომელთა მხრიდან ზემოაღნიშნული პროცესების დაწყებამდე, ამავე თანამშრომლების გარკვეული ნაწილის მიერ, ადგილი ჰქონდა კომპანიაში არაერთგზის ყალბი საავადმყოფო ფურცლების, ეგრეთწოდებული ბიულეტინების, წარდგენას, რის შედეგადაც მოხდა რამდენიმე ათობით ათასი ლარის კომპანიის თანხების მითვისება. აღნიშნული ფაქტების შესახებ, სილქნეტმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომპანია აღნიშნავს, რომ ამ ფაქტებს შესწავლის შემდეგ თანამშრომლების ნაწილმა გაფრთხილებისა და საპატიო მიზეზის გარეშე მიატოვეს სამუშაო ადგილები და არ გამოცხადნენ. "სილქნეტიში" აღნიშნავენ, რომ ამის შემდეგ კანონმდებლობითა და შინაგანაწესით იმოქმედეს. თუმცა, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა განმარტებული არ არის.

პრობლემების ჩამონათვალი, რომელსაც "სილქნეტის" ყოფილი თანამშრომლები ასახელებდნენ:

  • ბოლო სამ წელში იზრდებოდა სამუშაო დატვირთვა, სერვისები და აბონენტთა რაოდენობა, თუმცა ანაზღაურება - არა;
  • პანდემიის დროს თანამშრომლებს არ ჰქონდათ წვდომა სამუშაო ინვენტარზე და დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის დროს, მათ ნაწილს, პირადი ხარჯებით ტექნიკის ყიდვა მოუწია;
  • სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წესები არ არის დაცული - კომპანიაში ჩამოინგრა ჭერი და დასაქმებულები შემთხვევით გადაურჩნენ;
  • სამუშაო სივრცე მცირეა და ოპერატორები ვერ ახერხებენ ჯეროვნად შეასრულონ სამუშაოები. კორონავირუსი პანდემიის პირობებში კი თანამშრომლები ერთი და იმავე ყურსასმენებით მუშაობდნენ და არ ხდებოდა სადეზინფექციო ხსნარების დროულად შევსება;
  • კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ კვირაში 6 დღეს (45საათი და არასამუშაო დღეებში უწევდათ მუშაობა სურვილის მიუხედავად) და არ იღებენ კუთვნილ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას;
  • სამუშაო ინვენტარის მუშაობის პროცესში დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურებიდან ექვითებათ თანამშრომლებს.

გუშინ, 29 სექტემბერს კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს და იმ პირობებზე ისაუბრეს, რაც, მათი თქმით, "სილქნეტში" მუშაობის დროს პრობლემას უქმნიდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ კომპანიამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად ისინი აიძულა სამსახურიდან წასულიყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG