მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა „ნაციონალული მოძრაობის“ აქტივისტების მოქმედებების შესახებ და ისინი პროვოკაციაში დაადანაშაულა.
„ჩვენ არაერთგზის მოვახერხეთ ინციდენტების აღკვეთა. შემიძლია, ფაქტები დაგისახელოთ: ნიკა მელიას რამდენიმე მხარდამჭერი, ოთხი ადამიანი სპეციალურად თეთრი პერაგით მივიდა ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე და იწვევდნენ ჩვენს აქტივისტებს. გამომდინარე იქიდან, რომ მკაცრად იყვნენ გაფრთხილებული ჩვენი მხარდამჭერები, რომ არ აჰყოლოდნენ უმძიმეს პროვოკაციასაც კი, იქ არ მოხდა ასეთი ინციდენტი. თეთრი პერანგი ეცვათ იმისთვის, რომ კვალი დატყობოდათ მაქსიმალუტრად იმ ინციდენტის, რომელიც უნდა მომხდარიყო მათი გათვლით. საღამოს ნახეს ისინი სხვა ტანსაცმელში, გამოცვლილი“, - თქვა კობახიძემ.