Accessibility links

პოლიციამ დააკავა ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებული


კახეთის პოლიციამ გვიან ღამით დააკავა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში. 58 წლის კაცი ბავშვის ბაბუის ძმაა.

ბრალდებული პირველად 2019 წლის ზაფხულში დააკავეს, თუმცა ის უდანაშაულოდ ცნო გურჯაანის საქალაქო სასამართლომ. მისი განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 1 ოქტომბერს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებული, რომელიც განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა, მიიმალა. მისი ძებნა ათ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG